კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს 

22 ოქტ 2022

პასუხისგებაშია მიცემული მოქალაქე, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით,  მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის გარეშე,  მოქალაქეს დაუმზადა მედდის 3-წლიანი ტრენინგ-კურსის თითქოსდა დამთავრების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი, სანაცვლოდ კი 3000 ლარი გამოართვა. იგი  კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორია. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.