"transfermarkt"-მა ეროვნული ლიგის ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა

21 ოქტ 2022

სამენეჯერო პორტალმა "transfermarkt"-მა საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოთამაშეების ღირებულებები განაახლა. ეროვნულ ლიგაში ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "დინამო" თბილისის მცველი ჯიმი ტაბიძეა, რომლის ღირებულებას 1,5 მილიონ ევრომდე შემცირდა.

ყველაზე მაღალი ღირებულების ფეხბურთელების ათეულში 3 "დინამო" ბათუმის ფეხბურთელია. საქართველოს ჩემპონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეული კი ასე გამოიყურება:

  • ჯიმი ტაბიძე - "დინამო" თბილისი - 1,5 მილიონი ევრო;
  • ანზორ მექვაბიშვილი - "დინამო" თბილისი - 1 მილიონი;
  • ფლამარიონ ჯოვინო - "დინამო" ბათუმი - 800 000;
  • ევრო გიორგი მოისწრაფიშვილი - "დინამო" თბილისი - 700 000 ევრო;
  • გიორგი გოჩოლეიშვილი - "საბურთალო" - 600 000 ევრო;
  • ლადო მამუჩაშვილი - "დინამო" ბათუმი - 500 000 ევრო;
  • სანდრო ალთუნაშვილი - "დინამო" ბათუმი - 475 000 ევრო;
  • უსმანე კამარა - "დინამო" თბილისი - 475 000 ევრო;
  • დავით სხირტლაძე - "დინამო" თბილისი - 450 000 ევრო;
  • იური ტაბატაძე - "საბურთალო" – 450 000 ევრო.

ეროვნული ლიგის 10 კლუბის 255 ფეხბურთელის ჯამური სატრანსფერო ღირებულება კი 40,13 მილიონ ევროს შეადგენს. საქართველოს ჩემპიონატში ერთი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი საშუალოდ 157 000 ევროა.