ედიშერ კვარაცხელია სამხედრო პატივით დაკრძალეს

20 ოქტ 2022

უკრაინაში დაღუპული 47 წლის ედიშერ კვარაცხელია სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ის დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომს უკვე 20 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.