ბათუმში მაღაზია გაქურდეს

20 ოქტ 2022

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი სუპერმარკეტი გაქურდეს. მძარცველებმა მოლარის ინფორმაციით,  თამბაქო წაიღეს, თუმცა რა რაოდენობის და ღირებულების - არაფერს ამბობენ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია.

მომხდართან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

სამართალდამცავების მიერ ფაქტზე უკვე მხილებულია არასრულწლოვნები.