ხულოში ახალი სკვერი მოეწყობა

20 ოქტ 2022

ხულოს მუნიციპალიტეტში სატბაოს ტერიტორიაზე მცირე  დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განთავსდება ამფითეატრი, სკამები, დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება.

სკვერში ასევე დაიდგმება  ქანდაკება, რომელიც ცეკვა ხორუმის იმიტაციას შექმნის  და მოძრავი იქნება.

სამუშაოებისთვის 200 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.