პრემიერ-მინისტრი თსუ-ს ყოფილ რექტორს შეხვდა

19 ოქტ 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა  გიორგი შარვაშიძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.