ინვესტორთა საბჭოს სხდომა

19 ოქტ 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით  ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას ასევე ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  სხდომაზე განსახილველი საკითხების გარდა დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ.