პროკურორის არჩევის წესის ცვლილება

18 ოქტ 2022

ჩავარდება თუ დამტკიცდება კანონპროექტი გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში უნდა გახდეს ცნობილი. ცვლილებების მისაღებად კონსტიტუციური უმრავლესობა, 113  დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, რომლის მიხედვითაც გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით 90 ხმის უმრავლესობით უნდა აირჩეს. თუკი მისი არჩევა 2 მცდელობით ვერ მოხერხდა, მაშინ პროკურორს 76 ხმით 1 წლის ვადით აირჩევენ.