"ბათუმი" საქართველოს ქვიშის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელია

18 ოქტ 2022

ფრენბურთის კლუბ "ბათუმის" გუნდები ქალთა შორის საქართველოს ქვიშის ეროვნული გათამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ეროვნული ჩემპიონატი კაჭრეთში გაიმართა, სადაც ფინალში "ბათუმი-2"  დიასამიძის და ლობჟანიძის შემადგენლობით  "სტუსთან" დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.

მესამე ადგილისთვის მატჩი კი "ბათუმი-1" თვაურის და სანაძის შემადგენლობით "თბილისი-1" დაუპირისპირდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ “ბათუმი" კაცთა შორის ჩემპიონატში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.