18 ოქტ 2022
სახალხო დამცველის კანდიდატები ოპოზიციამ 21 ოქტომბრამდე უნდა დაასახელოს. მინიმუმ 7 კანდიდატი მმართველი გუნდის ოპონენტებმა სპეციალური კომისიის მიერ შეფასებული 19 ადამიანიდან უნდა შეარჩიონ. საკითხზე ოპოზიციის წევრებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.
ოპოზიციის ნაწილი პროცესებს კვლავ უნდობლობას უცხადებს. ქულების მიხედვით საუკეთესო ხუთეულში მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატი.