ტრამპის ინაუგურაცია

19 იან 2017

დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ამერიკაა. ვაშინგტონში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.  თბილისის დროით 18:30 საათზე ინაუგურაციის ცერემონია გაიხსნება,  21:00 საათზე ტრამპი ფიცს დადებს. სპეციალურად ღონისძიებისთვის ქალაქსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები უპრეცედენტოდ გაძლიერებულია.