ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილი უფროსი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე დააკავეს

18 ოქტ 2022

7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდება შპს ''ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილ დირექტორს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რომელმაც გამოძიების მტკიცებით ნახევარ მილიონ მეტი ლარი მიითვისა ბიუჯეტიდან.

პროკურატურის ვერსიით, დავით მიქელაძე 2 წლის განმავლობაში მოქმედებდა სქემით, რომელიც ახლა მისი დაკავების მიზეზი გახდა.