დღეს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება

18 ოქტ 2022

დღეს 18 ოქტომბერს ბუქარესტში თბილისის დროით 19:00 საათზე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში 2023 წლის ზაფხულში საქართველოს და რუმინეთში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე სულ 16 გუნდი ითამაშებს.  A და C ჯგუფების მატჩები საქართველოში გაიმართება, ხოლო B და D  ჯგუფები - რუმინეთში. 
 


I კალათა: ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი.


II კალათა: ნიდერლანდები, ინგლისი, იტალია, რუმინეთი (B ჯგუფში)


III კალათა: ხორვატია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი


IV კალათა: უკრაინა, ნორვეგია, ისრაელი, საქართელო ( A ჯგუფში).


ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისს ბუქარესტში გაიხსნება, ხოლო ფინალი  - 8 ივლისს ბათუმში გაიმართება.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველოში 4 სტადიონი უმასპინძლებს. შეხვედრები ბათუმის სტადიოზე, ქუთაისი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  და თბილისის  დინამო არენაზე  ჩატარდება. 

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.