3 წელი დენის გარეშე

18 იან 2017

ორი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც ამ დრომდე არ აღსრულებულა. ცინცაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი სასამართლო ხელისუფლებისგან, ამ ფორმით დენს ითხოვს. შენობა, რომელშიც ისინი 10 წელია ცხოვრობენ, აქედან 3 წელი ელექტრო-ენერგიის გარეშე, სახელმწიფოს საკუთრებაშია.ჯენი კვანტალიანი შეეცადა გაერკვია, როდის აღსრულდება მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება და მოუწევს თუ არა ოჯახს სიბნელეში ცხოვრების გაგრძელება, 21-ე საუკუნეში.