''დინამო'' ბათუმმა გორის ''დილა'' 3-2 დაამარცხა

16 ოქტ 2022

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმმა საკუთარ მოედანზე გორის ''დილა'' მიიღო და 3-2 დაამარცხა.

35-ე წუთზე რადინის ჩაწოდების შემდეგ გუნდის კაპიტანმა მამუკა კობახიძემ ანგარიში გახსნა.

42-ე წუთზე ჯოვინოს გადაცემის შემდეგ მილან რადინმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმის ბოლოს კი ფანცულაიამ ჯოვინო ფლამარიონს გაატანინა და პირველი ტაიმი გია გეგუჩაძის გუნდმა 3-0 მოიგო.

მეორე ნახევარში დილა უფრო აქტიური იყო. განსაკუთრებით 55-ე წუთის შემდეგ როდესაც ჯიღაურმა წითელი ბარათი და ''დინამო'' 10 კაცით დარჩა. 81-ე წუთზე კაპანაძემ ერთი გოლი გაქვითა, 10 წუთში კი უკვე დუბლი გაიფორმა და  გორელებს მატჩის გადარჩენის შანსი მისცა.

შეხვედრის კომპენსირებულ დროში ''დილა'' უტევდა, თუმცა საბოლოო ჯამში ბათუმელებმა 3 ქულის მოპოვება შეძლეს და 3-2 გაიმარჯვეს.

30 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგას 66 ქულით ''დინამო'' თბილისი ლიდერობს. 64 ქულა აქვს ''დინამო'' ბათუმს და მეორე პოზიციაზეა.

მომდევნო შეხვედრას შავიზღვისპირელები გასვლაზე 21 ოქტომბერს  თბილისის ''საბურთალოს'' წინააღმდეგ ითამაშებს.