"გაუფრთხილდი სიცოცხლეს" - კამპანია ინციდენტების პრევენციისთვის 

16 ოქტ 2022

"გაუფრთხილდი სიცოცხლეს" - ენერგოომბუდსმენი​ს აპარატი ინციდენტების პრევენციისთვის კამპანიას განაგრძობს.

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გაზის უსაფრთხოდ მოხმარების საკითხი აქტიურდება.   

კამპანიის ფარგლებში, კარდაკარის პრინციპით მარეგულირებლები მოქალაქეებს გაზის უსაფრთხოების წესებს გააცნობენ.