თურქეთის მაღაროში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

15 ოქტ 2022

თურქეთის მაღაროში აფეთქების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  სავარაუდოდ, ინციდენტის დროს მიწის ქვეშ 110 ადამიანი იმყოფებოდა.

ნანგრევებში მოყოლილი მაღაროელების გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც ტარდება. 

ქალაქ ბართინთან მდებარე მაღაროში აფეთქება მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.