თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

15 ოქტ 2022

თურქეთის მაღაროში აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

სავარაუდოდ, ინციდენტის დროს მიწის ქვეშ 110 ადამიანი იმყოფებოდა.

ნანგრევებში მოყოლილი მაღაროელების გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც ტარდება. 

ქალაქ ბართინთან მდებარე მაღაროში აფეთქება მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.