მზადება ყრილობისთვის

18 იან 2017

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე ყრილობაზე აჭარიდან 750 - მდე დელეგატი გაემგზავრება. ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, ყველა ტექნიკური დეტალი უკვე გარკვეულია. სიას 5 დელეგატი გამოაკლდა, ეს ის წევრები არიან, რომლებიც უგულავა-ბოკერიას  ახალ პარტიაში გადავიდნენ. ყრილობაზე, რომელიც ხვალ სპორტის სასახლეში გაიმართება,  პარტიის პოლიტსაბჭო დაკომპლექტდება. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ორი თანათავმჯდომარე - ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი ეყოლება.