ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა, საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია - სალომე ზურაბიშვილი გაეროს რეზოლუციაზე

13 ოქტ 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას გმობს.

„ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით.