ქობულეთის "შუქურა" დავით ყიფიანის თასის ნახევარფინალში ვერ გავიდა

12 ოქტ 2022

ქობულეთის "შუქურა" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას მეოთხედფინალში გამოეთიშა.

მატჩი ბათუმში ანგისას საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა და "შუქურა" თბილისის "საბურთალოსთან" 0-2 დამარცხდა.

მეშვიდე წუთზე ანგარიში ტაბატაძემ გახსნა და ტაიმი დედაქალაქელებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს.
სხვაობა უფრო სოლიდური 50-ე წუთზე გოშთელიანმა გახადა და "საბურთალომ"  ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ნახევარფინალში გავიდა ასევე თბილისის "ლოკომოტივი -2" , რომელმაც ლანჩხუთის "გურიას" 1-0 მოუგო.

დღესვე გაირკვევა დარჩენილი ორი ნახევარფინალისტიც ვინაობაც.