დღეს ქობულეთის "შუქურა" თასის მეოთხედფინალში "საბურთალოს" დაუპირისპირდება

12 ოქტ 2022

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები გამართება. ქობულეთის "შუქურა" ნახევარფინალში გასასვლელად თბილისის "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

მატჩი ბათუმში "ანგისას საფეხბურთო ბაზაზე" 18:00 დაიწყება.

დღესვე კიდევ სამი შეხვედრა არის დადგემილი:

  • "დინამო" თბილისი - გორის "დილა;
  • თბილისის "ლოკომოტივი 2 "- ლანჩხუთის "გურია";
  • "რუსთავი" - ქუთაისის "ტორპედო".

შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება.