აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს გადასცემს

11 ოქტ 2022

შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებნა, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს და საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილეს. 

"მქონდა ნაყოფიერი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. განხილვის მთავარი თემა საჰაერო თავდაცვა იყო. ახლა ეს ნომერ პირველი პრიორიტეტია ჩვენს თავდაცვით თანამშრომლობაში. ამერიკის ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის „დიდი შვიდეულის“ მკაცრი პოზიციისა და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხში“, - წერს ზელენსკი.

ზელენსკისა და ბაიდენის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ავრცელებს.