საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ხელახალი არჩევნები

10 ოქტ 2022

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა. განაცხადების მიღება 6 ოქტომბრიდან დაიწყო და 30 დღე გაგრძელდება. წინა კონკურსზე ბორდის წევრებმა დირექტორი ვერ აირჩიეს, ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დაგროვა.