ტენდერი გვარაში წყლის რეზერვუარის შესაძენად 

10 ოქტ 2022

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ გვარას წყლის ახალი რეზერვუარი ექნება. გვარას მოსახლეობას პრობლემა წლებია აწუხებს, რაც არაერთხელ გახდა ადგილობრივების პროტესტის მიზეზი.   

პროექტის დასრულების შემდეგ კი  60-მა ოჯახმა წყალი შეუფერხებლად უნდა მიიღოს.  ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს   "სთოუნმა",  ხელშეკრულების გაფორმებიდან  15 დღის ვადაში, ლითონის 45 000  ლიტრის ტევადობის წყლის ავზი უნდა დაამონტაჟოს. 

სამუშაოებისთვის  ბიუჯეტიდან 20-ათასი ლარი გამოიყო.