რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს

10 ოქტ 2022

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. 

მედიის ინფორმაციით, დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა, რის შედეგად კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. 

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

"მტრის მორიგი თავდასხმა! დარჩით თავშესაფრებში! მტერი აგრძელებს ქალაქის ტერორს. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. დაიცავით უსაფრთხოების წესები. ვეხმარებით ერთმანეთს", - წერს სტარუხი სოციალურ ქსელში.