წიგნის პრეზენტაცია 

09 ოქტ 2022

„დუმილის ქარაგმები“ - წიგნის პრეზენტაცია ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში შედგა. წიგნის ავტორი ახალგაზრდა პოეტი ნიკოლოზ ფუტკარაძეა, რომელიც  ნაშრომზე  1 წლის განმავლობაში მუშაობდა.

საღამოზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დარგის სინთეზი, ღონისძიებას პოეტები, მწერლები და ნიკოლოზ ფუტკარაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის პარალელურად დღესვე მხატვარ იოსებ ჯორბენაძის ნახატების გამოფენა გაიმართა.