შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

08 ოქტ 2022

სამართალდამცველებმა თბილისში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 4 ადამიანი.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულთაგან ერთი თურქეთის მოქალაქეა. მიმდინარეობს გამოძიება.