ევროკავშირი რთული ზამთრისთვის ემზადება

07 ოქტ 2022

როგორ უნდა დაარეგულირონ ფასები ენერგორესურსებზე და რა დახმარება გაუწიონ ბიზნესსექტორსა და მოქალაქეებს - პრაღაში, არაფორმალურ სამიტზე ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს არის. პუტინს ხელში ისევ კოზირი უჭირავს, რაც ევროკავშირს აიძულებს  რთული ზამთრისთვის მოემზადოს.  ევროპელი ლიდერები ბუნებრივ აირზე ფასების ზრდას პუტინის მანიპულაციას უწოდებენ. სამიტის კიდევ ერთი მთავარი თემა უკრაინის სამხედრო გაძლიერებაა.