სახალხო დამცველის ანგარიში

07 ოქტ 2022

პოლიტიკური თავდასხმები სახალხო დამცველსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე, რთული ვითარება საპყრობილეებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, ასევე ნინოწმინდის პანსიონში - ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ გასული წლის ანგარიში გააცნო.

სახალხო დამცველის რანგში ეს მისი ბოლო ანგარიშია, მას დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება. ომბუდსმენის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა მას კითხვები დაუსვეს.