ხარკოვის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე 534 მოქალაქის ცხედარი იპოვეს

06 ოქტ 2022

კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს უკრაინაში, ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილში.  

534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრებს შორის 226 ქალი და 260 მამაკაცია, ასევე აღმოჩენილია 19 ბავშვის ცხედარი, რომელთაგან 13-ის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. 29 ადამიანის ნეშტის სქესი კი ამ დროისთვის დადგენილიც კი არ არის.

ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის სერხი ბოლვინკოვის ინფორმაციით, ტერიტორიაზე 22 წამების კამერაა აღმოჩენილი.