მედეა კალანდარიშვილის 48 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობა ქაქუთის საჯარო სკოლაში

05 ოქტ 2022

სწორედ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის ყველაზე უხუცესი პედაგოგის ერთი დღე გადაიღო.

69 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მედეა კალანდარიშვილი 48 წელია, რაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.