ირანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - დაშავებულია 300-მდე ადამიანი

05 ოქტ 2022

ამერიკის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ირანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ირანის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ხოვისთან ახლოს იყო. 

დაშავებულია 300-მდე ადამიანი, აქედან 70-ზე მეტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება.