02 ოქტ 2022
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე G2 კატეგორიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრმა ზურა კინწურაშვილმა დიდებში ოქროს მედალი მოიპოვა.
ბათუმელმა სპორტსმენმა 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა ბრძოლა მოიგო და კვარცხლებგის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
შეგახსენებთ რომ გუშინ ამავე ტურნირზე ოქროს მედალი კადეტებში კიდევ ერთმა ბათუმელმა ნიკა ღოღობერიძემ მოიპოვა.