თამარ კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა

01 ოქტ 2022

ხელოვნების მუზეუმში თვითნასწავლი მხატვრის თამარ კაკაბაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე  წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ფერწერული ნამუშევრები.

მხატვარმა,  ხატვა პანდემიის პერიოდში დაიწყო და ორი წლის განმავლობაში 70-მდე ნამუშევარი შეასრულა.

კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა დღეს გაიხსნა და 5 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.