დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინას

01 ოქტ 2022

ნატო მხარს უჭერს უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების სტრუქტურები - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აღნიშნა, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი, გადაწყვეტილება კი  30 წევრი ქვეყნის კონსენსუსის შედეგად მიიღება. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ისაუბრა.

ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები იმოქმედებს ყველას მიმართ, ვინც "პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის თაღლითურ პრეტენზიებს ტერიტორიებზე".