უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები - დაკავებულია 3 პირი

28 სექ 2022

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო, დაკავებულია სამი ადამიანი. სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ცეცხლსასროლი რევოლვერი, 2 მჭიდი და 17 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.