ლატვიამ რუსეთის საზღვართან საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

28 სექ 2022

ლატვიის მთავრობამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა - ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ხელისუფლების ვებგვერდზე გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს რეჟიმი 3 თვეს იმოქმედებს. გადაწყვეტილება საზღვარზე არალეგალი მიგრანტების რაოდენობის ზრდის რისკს უკავშირდება, რადგან რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, მნიშვნელოვნად გაიზარდა.