ბერდია ინწკირველი წავიდა, მაგრამ ხსოვნა სამუდამოდ რჩება

27 სექ 2022

ბათუმი ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, აჭარის დამსახურებულ არტისტს ბერდია ინწკირველს დაემშვიდობა. 

ბერდია ინწკირველმა  მაყურებლისთვის საყვარელი და დასამახსოვრებელი არაერთი სცენური სახე შექმნა, რომელთა შორისაა: პიპიჩა, დვალი, მაქსიმა, უსანთე, ინკვიზიტორი, დაზმირი და სხვა. 

ასევე გადაღებულია სერიალებში და ფილმებშიც: „მიზანი“; „ლეონარდო“; „მერცხლები ბეღურები“; „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“; „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“; „ბათა ქექია“;  „წინამორბედი“; „მაისის თოვლი“; „იქ-ჩემთან“; „ღამის ცეკვა“ და სხვა.

ბერდია ინწკირველი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.