უმაღლესმა საბჭომ უსკოს სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები უნდა აირჩიოს

27 სექ 2022

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა იწყება. უმაღლესმა საბჭომ დღეს უსკოს სამ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურები ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიოს.

უსკოს წევრობა 6 კანდიდატს სურს, ესენი არიან:  ზაალ ზაალიშვილი, სოფიო კახაძე, დავით ფარტენაძე, თამარ ქამადაძე, ციალა შავაძე, სოფიო შაქარიშვილი.