დაშავებული სამართალდამცავები

16 იან 2017

ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში. პოლიციის მანქანას „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა.  შემთხვევა გუშინ მოხდა. ავტოავარიის შედეგად, სამი პოლიციელი დაშავდა, ასევე, დაშავებულია „ოპელის“ მძღოლიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე  გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.