რუსეთის ხელისუფლებას საზღვრების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია - პესკოვი

26 სექ 2022

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

"მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. ამ დროისთვის, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ვრცელდება ხმები, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს.