რუსეთში, სკოლაში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

26 სექ 2022

არსებული ინფორმაციით რუსეთში, იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ბავშვია. არის 20-მდე დაშავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.