ხულო - გოდერძის გზა

16 იან 2017

იწყება ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. 29 კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებაზე 8 მილიონი ქუვეითური დინარი  დაიხარჯება. პროექტი ითვალისწინებს  აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს. შესაბამის ხელშეკრულებას ფინანსთა სამინისტროშ ხელი მოეწერა საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის დღეს მოეწერა.