ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია

23 სექ 2022

კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2022“  ბათუმში უკვე მეხუთედ იმართება და მასში 15 ქვეყნის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლიგები მონაწილეობენ.

შეხვედრაზე  ექიმების გუნდმა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის  პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

კონფერენციის ფარგლებში კომპანიებმა  თანამედროვე აღჭურვილობის სამედიცინო ტექნოლოგიური დანადგარები წარმოადგინეს. მედიკოსებმა  ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და სიახლეები გაუზიარეს.

კონფერენცია 2 დღიანია და ხვალ დასრულდება.