,,საიდანაც მზე მოდიოდა'' – თოჯინების თეატრში პრემიერაა

23 სექ 2022

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში საპრემიერო სპექტაკლის გენერალური რეპეტიცია გაიმართა.

„საიდანაც მზე მოდიოდა“ - რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია და პრემიერა ხვალ, 19 საათზე შედგება. სპექტაკლში თოჯინები იმ მნიშვნელოვან და  ტრაგიკულ მოვლენებზე საუბრობენ, რომელიც  საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხდა.

საკვანძო მომენტი კი აგვისტოს ომია.