23 სექ 2022
ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების კითხვებს პასუხობს. კითხვების ძირითადი ნაწილი საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას ეხება.
მინისტრმა თქვა, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე 23 000-ზე მეტი პირი დასაქმდა, რომელთა მიზანია, შექმნან დროებითი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყონ ხანგრძლივად უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას.