22 სექ 2022
სოფელ ქვედა სამების მოსახლეობა სასმელი წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, გარდა ამ პრობლემისა, უხვი ნალექის დროს დიდდება მდინარე, რომელიც ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებს აზიანებს.
მოსახლეობის მტკიცებით, ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.