საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შეხვედრა

21 სექ 2022

მარინა კალიურადნი ქართველ პოლიტიკოსებს ურჩევს და სთხოვს ესტონელი კოლეგების გამოცდილება გაიზიარონ, რომლებმაც პარტიული ინტერესი გადადეს და მიზნად დაისახეს ესტონელი ხალხის დიდი ინტერესი, შეერთებოდნენ ნატო-სა და ევროკავშირს. ევროპარლამენტარის შეფასებით, ჯერ რთულია იმის თქმა, არსებობს თუ არა მზაობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ევროპარლამენტარების ორდღიანი ვიზიტი საქართველოს პარლამენტში დასრულდა.