სახალხო დამცველი ევროსასამართლოს მიმართავს

20 სექ 2022

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს თხოვნით, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას. „მასობრივი უკანონო სახელმწიფო მიყურადება-თვალთვალის პირობებში შეუძლებელი ხდება ადამიანის უფლებების ჯეროვანი რეალიზება. თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება, სამოქალაქო სივრცე აქტივისტებისთვის და სხვა უფლებებით თავისუფალი სარგებლობა - ეს ყველაფერი გამოირიცხება, როდესაც პირადი ცხოვრების დაკვირვების ასეთი მასშტაბია სახეზე. “,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.” ომბუდსმენის განცხადება ეხმაურება ერთ-ერთ მედიაში გასულ სიუჟეტს მიყურადებასა და თვალთვალზე. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია განცხადება და არ უარყვია, რომ ჩანაწერში მოხსენიებული პირები არ მუშაობენ მათ სისტემაში.